spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიერთადერთი, რაზეც უნდა გაიტანონ თავი, პოლიტიკური დღის წესრიგი...

ერთადერთი, რაზეც უნდა გაიტანონ თავი, პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა ის, რომ “გცემთ!” – მიშა მშვილდაძე

გუშინ, ,,ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მან დაზიანებები სახის არეში მიიღო. როგორც მშვილდაძე ჟურნალისტებთან განმარტავს, ეს იყო წინასწარ დაორგანიზებული ძალადობრივი ქმედება:

,,ეს შემთხვევა იზოლირებულად არ მომხდარა. იმიტომ, რომ გუშინაც კი ვიღაცას კიდევ სხვასაც თავს დაესხნენ. გუშინაც, ეს ერთადერთი შემთხვევა არ იყო – ესეთი ჩასაფრებული ძალადობის. ამ კონტექსტს უკავშირდება ის, რომ ესენი პირდაპირ იმუქრებიან. იმიტომ იმუქრებიან ამით, რომ სინამდვილეში სხვა არაფერი სათქმელი ამათ არ აქვთ. ერთადერთი, ახლა რაზეც უნდა გაიტანონ თავი, პოლიტიკური დღის წესრიგი გახდა ის, რომ ,,გცემთ!“.

დარწმუნებული ვარ, ის რაღაცა, რაც დაიძახეს გუშინ, ეგ იყო სპეციალურად დასწავლილი ფრაზა, რომ ეხსენებინათ, მაგ კონტექსტში გადასულიყო, რომ მერე იმათ დამცველებს, პროპაგანდას რაღაცა ჰქონოდა სათქმელი, რომ ,,აი, ეს მოხდა“. თორემ არავითარი კავშირი, ჯერ რავიცი, პატრიარქს ვაგინებ?! – არ შემიგინებია პატრიარქისთვის! ვაგინებ მდინარაძეს, კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს, როცა შესაბამისად მოიქცევა ხოლმე და ა.შ. ამათ ვაგინებ, პატრიარქისთვის მე არ მიგინებია! ზუსტად ამას ვუკავშირებ…

დაზიანებები არის ძირითადად სახის არეში. იმიტომ, რომ ტანის არეში დარტყმა არ მიმიღია. არ ურტყამდა, როგორც ჩანს დავალება იყო – 20 მცდელობა მაინც ჰქონდა, რომ მოერტყა. ყველას ცდილობდა სახეში, რომ მერე ეს დამტყობოდა. ვასიამოვნოთ, ვისაც ჩემი დანგრეული სახის დანახვა ესიამოვნება. ეს აღბეჭდილიყო, იმიტომ, რომ ჩათვლოდა.

მისი ქმედებებიდან გამომდინარე, იმ წამსაც და მერეც, როცა ვაანალიზებ განუწყვეტელი შეგრძნება მქონდა იმის, რომ ეს იყო დადგმული ჩვეულებრივი ამბავი, გამართული ,,მესიჯ ბოქსით“, რა უნდა დაეძახა, სად უნდა დაერტყა, როცა კამერებთან დავდგებოდი – გამოჩენილიყო, თავის ,,ხაზეინებთანაც“ ჩათვლოდა, რომ დავალება შესრულდა“, – განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“მიუხედავად ყველაფრისა, ზოგადად ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს და მღვრიე წყალი ბოლოსდაბოლოს იწმინდება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პროსეცებში შექმნილ რეალობას,...

“ეს არის მახე, რომლის მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებს უთხრან, ნახეთ რა იდილიური გარემოა, რა დემოკრატიაა,...

“ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

“როდესაც შიშმა აღარ იმუშავა: სომხეთის არჩევნების მთავარი გაკვეთილი” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

7 ივნისს სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ ქვეყნის შიდა...

“პირადი ხასიათის კონფლიქტები შეგნებულად თუ შეუგნებლად არის დიქტატორის დაკვეთის შესრულება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...