spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარჩილ თალაკვაძე - "პირველ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ იმ...

არჩილ თალაკვაძე – “პირველ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ იმ სიცრუის და ფარისევლობის, რაც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის”

პირველ ფარისევლებსაც კი შეშურდებოდათ იმ სიცრუისა და ფარისევლობის, რაც რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის ამ დარბაზში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მმართველობის მთელ პერიოდში ერთპარტიული პარლამენტი ჰქონდა.

არც კი გიცდიათ, რომ პარლამენტი ყოფილიყო მრავალპარტიული, არც საარჩევნო რეფორმები გაგიტარებიათ, ჩვენ კი 8 არჩევნები მოვიგეთ. ახლაც კი შუალედური არჩევნები მოვიგეთ. საარჩევნო რეფორმას რომელს ეძახით, თქვენი პრინციპით რომ ტარდება? ანუ სანამ არ მოიგებთ, რომ არ ენდობით და არ გჯერათ შედეგების?“ – მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს არჩილ თალაკვაძემ. მისივე განცხადებით, საქართველოში არა მარტო საარჩევნო რეფორმა, არამედ სასამართლო რეფორმაც წარმატებულია.

გუშინწინ ერთ-ერთმა თქვენმა საყვარელმა ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა მოუგო ყოფილ დამსაქმებელ ტელევიზიას საქმე სასამართლოში. თქვენ იყავით ის ხალხი, ვინც ამბობდა, რომ პოლიტიკური ნიშნით გამოუშვეს სამსახურიდან და სასამართლო სამართალს არ ადგენსო. რომელმა გააკეთეთ განცხადება ან რა გამოხმაურება გქონდათ საერთოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით?“ – მიმართა ოპოზიციას არჩილ თალაკვაძემ. მისივე მოსაზრებით, რადიკალური ოპოზიცია ევროკავშირის წინააღმდეგ მუშაობს.

ევროკავშირის წინააღმდეგ რომ მუშაობთ, ეს ახალი ამბავი ახლა გაიგეთ? გუშინ თქვენმა კოლეგამ პირდაპირ თქვა, საქართველომ სტატუსი რომ მიიღოს, ხელისუფლებას ეს ძალიან დაეხმარება და არ უნდა მიიღოსო. ეს არის სწორედ ფარისევლობა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...