spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე გიგი უგულავას განცხადებაზე: ეს ადამიანები არიან...

კახა კალაძე გიგი უგულავას განცხადებაზე: ეს ადამიანები არიან ფარისევლები. არც თავიანთ თავს ეკუთვნიან, არც ამ ქვეყანას

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციონერები ქვეყნის ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებიან და უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. ამის შესახებ მან მედიასთან თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, ყველა უნდა ოცნებობდეს იმაზე, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი, თუმცა, ოპოზიცია ამისთვის არაფერს აკეთებს და მხოლოდ ხელის შეშლას ცდილობს:

ეს ადამიანები არიან ამ ქვეყნის მომავლის მტრები, პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. არანაირი დემოკრატიული ღირებულება და ფასეულობა არ გააჩნიათ. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტები აქვთ, არიან ფარისევლები. არც თავიანთ თავს ეკუთვნიან, არც ამ ქვეყანას. ისინი გავლენის აგენტები არიან, რომლებიც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში დაბადებული, გაზრდილი ადამიანი, ვისაც სამშობლო უყვარს, შეეწინააღმდეგოს ქვეყნის ევროპულ მომავალს, თუნდაც სტატუსის მიღებას.

ჩვენ ამ სტატუსს ვიმსახურებდით. ყველანაირი მაჩვენებლით წინ ვართ იმ ქვეყნებზე, ვისაც მისცეს და ჩვენ არასამართლიანად მოგვექცნენ, ყველას უნდა ჰქონდეს ბრაზი. არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაში ხარ თუ ოპოზიციაში, უნდა გქონდეს ბრაზი, რადგან საქართველო ამ სტატუსს იმსახურებდა. ყველა უნდა ოცნებობდეს იმაზე, რომ მივიღოთ ეს სტატუსი. ამისთვის ორივე მხარე ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ. თუმცა, ოპოზიცია დარბის ბრიუსელში, კაბინეტებში, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ. ასე იქცეოდნენ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების დროს და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციონერების განცხადებები და დამოკიდებულება საქართველოს ევროპულ მომავალს ხელს ვერ შეუშლის.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს რეალობას, ხედავს ამ ადამიანებს, თუ რა განცხადებებს აკეთებენ, რა დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. თუმცა, ეს ყველაფერი ხელს ვერ შეუშლის იმ რთულ გზას, რომელზეც ვდგავართ. ევროპული მომავალი ჩვენთვის, ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...