spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" ვერ იქნება საყრდენი ჩვენი დასავლელი პარტნიორების,...

“ქართული ოცნება” ვერ იქნება საყრდენი ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ისინი ძირითად იმედებს პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებზე ამყარებენ – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს აგრძელებენ. სენატი, კონგრესი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ატლანტიკური საბჭო, კვლევითი ორგანიზაციები – ეს იმ ინსტიტუციათა არასრული ჩამონათვალია, სადაც „სტრატეგია აღმაშენებლმა“ შეხვედრები გამართა.

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რასაც აღნიშნული მაღალი რანგის შეხვედრებიც მოწმობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, დასავლელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და მთავარ იმედს პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებზე ამყარებენ:

აშშ-ში სრულდება ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის“, ვიზიტი. ყველა წამყვან ინსტიტუციაში გვქონდა უმაღლესი დონის შეხვედრები – სენატი, კონგრესი, სახელმწიფო დეპარტამენტი, კვლევითი ორგანიზაციები, საექსპერტო ორგანიზაციები და ერთადერთი დასკვნა არის ის, რომ უდიდესი ყურადღება არის საქართველოს მიმართ და ასევე ამერიკელი პოლიტიკოსები ეძებენ საყრდენს საქართველოში, რადგან „ქართული ოცნება“ არ არის და ვერ იქნება საყრდენი ჩვენი დასავლელი პარტნიორების, ამიტომ ისინი, რა თქმა უნდა, ძირითად იმედებს პროდასავლურ, დემოკრატიულ, ოპოზიციურ ძალებზე ამყარებენ.

ამაზე მეტყველებს ის მაღალი რანგის შეხვედრები, რაც გიორგი ვაშაძესა და „სტრატეგია აღმაშენებელს“ მოუწყვეს, ასევე ის, რომ გიორგი ვაშაძე სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრება საკომიტეტო მოსმენებს და პირადად მასპინძლობენ კონგრესმენები.

ფაქტია, რომ დიდია ყურადღება საქართველოს მიმართ და განსაკუთრებით დიდ ფსონს დებენ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებზე, რომლებმაც უნდა შეცვალონ „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...