spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის არანაირი საჭიროება არ...

კახა კალაძე: უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის არანაირი საჭიროება არ არსებობდა

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გუშინ, რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.

ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. როდესაც რაღაც განსაკუთრებული ხდება და იქმნება საჭიროება უშიშროების საბჭოს მოწვევის, ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და პრეზიდენტისთვისაც გახდება ცნობილი. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო არ არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. პრეზიდენტის უფლებამოსილებაც ვიცით, თუ როგორ არის განაწილებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საზღვრების კონტროლს, როგორც თბილისის მერმა აღინშნა, ყველა შესაბამისი სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა.

რაც შეეხება საზღვრების კონტროლს, არსებობს შესაბამისი სამსახურები. გუშინ შსს-მ გააკეთა განცხადება, სადაც ყველაფერი იყო ნათქვამი. შესაბამისად, ყველა სამსახური, რომელსაც ევალება აღნიშნული მიმართულების კონტროლი, ზედამხედველობა, არის მოწოდების სიმაღლეზე. თუ რაიმე საფრთხე იქნება, გადადგმული იქნება შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებში იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებებს იღებენ არა ემოციების კარნახით, არამედ უტყუარ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დავიწყოთ იმით, რომ ბევრი „ფეიკი“ და არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა. აქედან გამომდინარე, ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა არასწორია. მერწმუნეთ, რომ ჩვენს შესაბამის სამსახურებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე თქვენ, მე და ნებისმიერ მოქალაქეს. შესაბამისად, როდესაც ხდება უშიშროების საბჭოს მოწვევა ან ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, ეს რა თქმა უნდა, ხდება კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით,

რომელიც არის უტყუარი. კეთდება სწორი ანალიზი და ამის შემდეგ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. ამიტომ, არასწორია, შემოვიფარგლოთ სოცმედიაში და ზოგადად, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც გაუგებარია, ვის რა ინტერესი აქვს და ვინ რა ინტერესით აშუქებს სხვადასხვა საკითხს.

არ უნდა ავყვეთ ემოციებს. თუ ჩვენს წარსულს და უახლეს ისტორიას გადავხედავთ, ემოციებით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ბევრი გვაქვს სამწუხაროდ და ამ გადაწყვეტილებებმა ათეული წლობით დახია ჩვენი ქვეყანა უკან. ამიტომ არ გვჭირდება ემოციები, გვჭირდება ცივი გონება, მსჯელობა, სწორი ანალიზის გაკეთება და შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“რეჟიმის ცვლილებას სჭირდება თავისუფალი არჩევნები, სადაც დემოკრატიული პარტიები მივიღებთ მანდატს მოქალაქეებისგან” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ხელისუფლების ცვლილების მთავარი წინაპირობები დაასახელა, პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა,...

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...