spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე...

“ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მწვავე შეფასებას აკეთებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით:

,,შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ ვამბობდით, რომ იმედი გვქონდა, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებდა, ამ ნაბიჯს არ გადადგამდა. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ეთანხმება იმას, რასაც მასზე ნიკა გვარამია თავის დროზე ამბობდა. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.

რეალურად, მან დაადასტურა, რომ იზიარებს იმ შეფასებას, რომელსაც მის მიმართ აკეთებდა ნიკა გვარამია.

ფაქტიურად, ასეთი რაღაც მოხდა, რომ ერთ აგენტს შეაწყალებინეს მეორე აგენტი. ამით დასტურდება კიდევ ერთი რამ – არიან ძალები, რომლებსაც საქართველოში პოლარიზაციის გაღვივება სურთ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა.

პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება ღირსადაც კი არ ჩათვალა, რომ განემარტა მისი გადაწყვეტილების მიზეზები. რამდენიმე ევროპარლამენტარს ჰქონდა ინფორმაცია შეწყალებასთან დაკავშირებით. ანუ, საქართველოს პრეზიდენტი თავს თვლის ანგარიშვალდებულად არა ქართული საზოგადოების, არამედ ოდიოზური ევროპარლამენტარების და მათი პატრონების წინაშე. ეს მეტყველებს იმაზე, თუ ვისი კარნახით მოქმედებს საქართველოს პრეზინდეტი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...