ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიჩვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პროექტი ეყრდნობა "გერმანულ მოდელს",...

ჩვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პროექტი ეყრდნობა “გერმანულ მოდელს”, ითვალისწინებს ქართულ რეალობას და არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან – გიორგი ვაშაძე

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობები შეიმუშავა. დოკუმენტი, რომლის ხელმოწერაც დღეს მოხდა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიერ, განსახილველად გადაეგზავნება ვენეციის კომისიას და ODIHR-ს.

კანონპროექტის პრეზენტაცია, „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ და კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ წარადგინეს. „ახალი საქართველოს“ ლიდერი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ სახე ოდნავ მაინც შეინარჩუნონ და დაეთანხმონ იმას, რომ ის კანონი, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა მოამზადა, არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან.

დამოუკიდებელი კონსტიტუციონალისტები, თუ ვინმეს რამე იურისპრუდენციაში მოეკითხება, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო ორგანიზაციები – ყველა თანხმდება, რასაც ჩვენ წარვადგენთ, არის სრულად კონსტიტუციური. ვინ არ თანხმდება ამას – ის ადამიანები, ვინც ერთხელ უკვე მოგვატყუა და გვითხრა, რომ ვითომ უმრავლესობა არ იყო საკონსტიტუციო და არ მიიღეს ცვლილება. ეს არის წყლის ნაყვა. ისინი არიან კუთხეში მიყენებული და მე ერთ რამეს მოვუწოდებ, შავზე თეთრის მტკიცებით თავის სახეს აუბედურებენ.

მოვუწოდებ, რომ სახე ოდნავ მაინც შეინარჩუნეთ და დაეთანხმეთ იმას, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ, არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. ის ითვალისწინებს პროპორციული არჩევნების მისწრაფებას და მთავარი, ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და არა საარჩევნო სისტემა და არა საარჩევნო სისტემით მანიპულაცია, ეს არის მთავარი მიზანი. ეს არის კარგად გათვლილი საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ეყრდნობა „გერმანულ მოდელს“, მაგრამ ითვალისწინებს ქართულ რეალობას და არის სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციასთან.

არ დაგიმალავთ, კომუნიკაცია გვქონდა დიპლომატიურ კორპუსთან, გავაცანით ეს ყველაფერი. ეუთო-ოდირს მივმართავთ, რომელიც ყველაზე მაღალი სანდოობის არის საერთაშორისო თვალსაზრისით ამ კუთხით და ვამბობთ, მოდით ვენეციის კომისიასაც გავუგზავნოთ, ოდირ-საც გავუგზავნოთ, იტყვიან კონსტიტუციურია, ესე იგი, კონსტიტუციურია და დამთავრდა ამით ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველაფერზე წამსვლელი სოციოპატი პაიკის პოვნა ადვილი არ არის. კობახიძე პრაქტიკულად უნიკალურია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი 6 წლის წინანდელი...

“ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით”...

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ნორმების შემოღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“მე მზად ვარ პატიმრობისთვის… პატიმრობა არის დროებითი, სამშობლო და ღირსება არის სამუდამო!” – გიორგი...

სასამართლო პროცესებთან და მის შესაძლო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, "ტვ პირველთან"...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...