spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივესალმები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს...

“მივესალმები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება რუსული რეჟიმისგან” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტს გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი ლიდერი მიესალმება ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ შემდეგი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის შეწყალება უნდა იყოს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის პოლიტიკური პატიმრების საკითხი სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს:

ივესალმები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, აქამდე რომ ყოფილიყო გაცილებით უკეთესი იქნებოდა. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჩვენი ქვეყნის გათავისიფლება რუსული რეჟიმისგან.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღესვე გამოქვეყნდა 12 პუნქტის შეფასება ევროკავშირის მხრიდან, სადაც მხოლოდ სამი არის დადებითად შეფასებული.

თავად ოლივერ ვარჰეი, რომელსაც აქებდა და ენდობოდა „ქართული ოცნება“, ამბობს, რომ მხოლოდ 3 პუნქტია შესრულებული, დანარჩენი არის შესასრულებელი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოს დეოკუპაცია და დერუსიფიკაცია მოხდეს „ქართული ოცნებისგან” და წინ წავიდეთ ევროპული განვითარებისკენ და პოლიტიკური პატიმრები, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ჩავაბაროთ საბჭოთა წარსულს, რომელსაც ასევე უნდა გავაყოლოთ „ქართული ოცნება“ თავისი კომუნისტური პარტიის მენტალობით, რომლითაც ის მართავს საქართველოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...