spot_img
მთავარიოკუპაციასახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ქართველი და აფხაზი სპეციალისტების...

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, ქართველი და აფხაზი სპეციალისტების მიერ ერთობლივად მომზადებული საარქივო გამოცემებისა და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

სახელმწიფო მინისტრის აპარატის უშუალო მხარდაჭერითა და ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ნდობის აღდგენის პროექტის ფარგლებში, ქართველი და აფხაზი სპეციალისტების ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, მომზადდა 5 ერთობლივი კვლევა და 3 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, რომლებიც აფხაზეთის რეგიონში საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში განხორციელებულ რეპრესიებს, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ხვედრსა და ხსოვნას უკავშირდება.

ფილმების პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას, რისი ერთ-ერთი წარმატებული მაგალითიც არის წლების განმავლობაში წარმართული ერთობლივი ქართულ-აფხაზური ძალისხმევა, შსს-ს არქივში დაცული უნიკალური მასალების მოძიებისა და ისტორიული პუბლიკაციების გამოცემის მიმართულებით. ამ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა ევროპის საბჭოს განსაკუთრებული როლი და აქტიური ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობის პროცესში. ამასთან, თეა ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს-ს აკადემიას, არქივს, პროექტის ფარგლებში ჩართულ ყველა მონაწილეს გაწეული ძალისხმევისთვის.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით, აგრეთვე, მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ, ასევე, სპეციალური სტუმრის სტატუსით – საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.

ღონისძიების მეორე ნაწილი ქართულ-აფხაზური გამოცემების წარდგენას და პროექტის მონაწილეთა შეფასებას დაეთმო, სადაც მიმოხილულ იქნა თითოეული გამოცემის მნიშვნელობა, ასევე ქართულ-აფხაზური შეხვედრების მიმდინარეობა და სამუშაო პროცესი.

ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.

დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენ წარმოვადგინეთ ის ისტორიული პუბლიკაციები და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები, რომლებიც ქართველი და აფხაზი სპეციალისტების მიერ მრავალწლიანი მუშაობის, და უფრო მეტიც, ნდობაში, მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაში გადაზრდილი ურთიერთობების, შედეგად მომზადდა.

ამ პროექტის მონაწილე ყველა ქართველი და აფხაზი სპეციალისტის ფასდაუდებელ ძალისხმევასთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავი,ა ჩვენი დიდი ხნის პარტნიორის ევროპის საბჭოს გამორჩეული როლი და მხარდაჭერა.

ამგვარი პროექტების, ქართველთა, აფხაზთა და ოსთა ხალხთაშორისი კავშირების, ისევე როგორც საერთო ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის შედეგებია სწორედ, რომელიც ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამშვიდობო ინიციატივებს, რაც ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტია შერიგებისა და მშვიდობის მშენებლობის უმთავრესი მიზნის მიღწევისას,“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

2009 წლიდან, ევროპის საბჭო მოწადინებულია ხელი შეუწყოს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას თბილისსა და სოხუმს შორის. ეს კონკრეტული პროექტი, რომელიც 2015 წელს დაიწყო, ძალიან წარმატებულია და ჩვენ ვამაყობთ მის ფარგლებში გაწეული საქმიანობით,“ – განაცხადა ანა კაპელომ.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“მანამდე გაუშვებენ 3-დღიან თუ 10-დღიან პატიმრობაში, ვიდრე კანონის პატივისცემას არ ისწავლიან” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე დაპატიმრებებს კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ტროტუარზე...

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...