spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გილოცავთ ყველას! მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე!" - სოფო...

“გილოცავთ ყველას! მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე!” – სოფო ლილუაშვილი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე

,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის გათავისუფლების მოლოდინში ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი ოჯახთან ერთად რუსთავის ციხესთან იმყოფება. ფორმალური პროცედურების დასრულების მოლოდინში სოფო ლილუაშვილი შეწყალების გადაწყვეტილებაზე ,,მთავარი არხის“ ჟურნალისტთან ემოციურ კომენტარს აკეთებს:

დღეს, რამდენად ელოდით, რომ იქნებოდა ის დღე, როცა მოვისმენდით იმ ფრაზას, რომელსაც ველით ამდენი ხანია? [ჟურნალისტის შეკითხვა]

,,მოლოდინი არ მქონია, მაგრამ ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. კიდევ ერთხელ ვხვდები, რომ სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სულ ამას ვიმეორებ, დღეს, ამის მერე, რომ ,,მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე“ – როგორც ნიკა იტყოდა.

ვულოცავ ყველას იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ – ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი საქმე. ნიკა, როგორც ჩემი მეუღლე, არ მჯდარა საპატიმროში, ეს ყველას გვეხება. მისი თავისუფლება ეხება ყველას! გეხებათ თქვენ – მედიის წარმომადგენლებს, ყველა იმ ადამიანს ვისთვისაც დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება მნიშნელოვანია.

მადლობა თქვენ და ყველას, ვინც მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა! ასე, დაუზოგავად ჩემთან ერთად იბრძოდნენ – აი, ამ ბოლო წამამდე. დარწმუნებული ვარ. ნიკას საბოლოო გამარჯვებამდე ჩვენს გვერდით იდგებიან! გილოცავთ ყველას! მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე!“, – განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

“ჰაი, დავბრუნდი, ისევ ისე მიყვარხართ როგორც მიყვარდით❤️ შეიძლება უფრო მეტადაც კი” – ნანუკა ჟორჟოლიანი

3-დღიანი პატიმრობის შემდეგ, თავისუფალია ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...