spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირა ოპოზიციის რადიკალიზმზე საუბრობთ, ერთი კვირაა ქვა და...

რა ოპოზიციის რადიკალიზმზე საუბრობთ, ერთი კვირაა ქვა და კვერცხი არ გაგიგდიათ ხელიდან – პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის ლიდერებს

პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ყვეყანაში გახშირებულ ძალადობის ფაქტებზე საუბრობს და კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს მმართველი პარტიის ლიდერებს:

დღეს ღარიბაშვილი, პაპუაშვილი და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლები დაკავებულები არიან პარალელური ცრუ-რეალობის შექნით, რისთვისაც არც ერთგვარი “აზრის პოლიციის” როლის მორგებას არ ერიდებიან.

ღარიბაშვილმა ისაუბრა პოლარიზებაზე და ოპოზიციის რადიკალიზმზე.

პაპუაშვილმა დასავლელ პარტნიორებზე მიიტანა იერიში და თქვა, დასავლეთმა აღქმები ფაქტებზე მაღლა არ უნდა დააყენოსო.

მხოლოდ ფაქტებით გპასუხობთ, რა ოპოზიციის რადიკალიზმზე საუბრობთ, ერთი კვირაა ქვა და კვერცხი არ გაგიგდიათ ხელიდან.

ჯერ ზურა გირჩი ჯაფარიძეს მიუვარდნენ, შემდეგ ახალგაზრდულ ბანაკს ბორჯომში, იმავე დღეს უნივერსიტეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ თავისუფლების მოყვარე სტუდენტებს, შემდეგ ლევან ბერძენიშვილს მიუსიეს ეს მოძალადე ჯგუფები.

ახლა გამოდიან და უსინდისოდ, არგუმენტაციის გარეშე ოპოზიციას აბრალებენ რადიკალიზმს და დასავლეთს – ფაქტების დამახინჯებას.

გასაგებია, ივანიშვილი საქართველოზე მეტია თქვენთვის, არა იმიტომ რომ პატივს სცემთ, არამედ იმიტომ რომ ის დაკავშირებულია თქვენთვის კომფორტთან, კორუფციასთან, კარგად ყოფნასთან, ძალაუფლებასთან და ამ დროს საქართველო და მისი მოქალაქე ცალ ფეხზე გკიდიათ.

“ქართულ ოცნებას” საქართველო ძარცვისთვის სჭირდება, ღარიბი მოქალაქეები კი ხმისთვის.
დროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...