spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე" -...

“როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე” – ლევან ბერძენიშვილი მასზე თავდასხმის შესახებ

ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილს ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტიდან გამოსვლის დროს, თავს დაესხნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ემოციური შეფასებას აკეთებს დაზარალებული და აცხადებს, რომ ხელისუფლება თუ ასეთი თავდამსხმელის იმედაა, შავად ყოფილა მათი საქმე:

,,მე გამოვედი ლექციიდან და პირდაპირ ქუჩაში შემხვდა ახალგაზრდა კაცი, რომელმაც დაიწყო – ,,მოღალატე“, ,,ერეკლე“ და დედის გინება. მეტი იქიდან არაფერი არ მოდიოდა. დედის გინების გარდა გამართულად ვერ თქვა ვერც ერთი სიტყვა. მე ასეთი, უკაცრავად და, მოუმზადებელი კადრი, დიდი ხანია არ მინახავს. როგორც ჩანს, ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე. მეტყველებდა დაახლოებით, როგორც ჩვენი დიდი მჭევრმეტყველები მეტყველებენ.

მეტი სათქმელი არ ჰქონდა – ,,მოღალატე, გაჩერდი“. მე არ ვჩერდებოდი, არა, მომსდევდა სანამ არ ამაღელვა და არ მათქმევინა ერთი-ორი სიტყვა. დედა არ შემიგინებია. იმიტომ, რომ მოქალაქეებს ვხედავდი.

გულნატკენი ვარ იმიტომ, რომ ეტყობა რაღაცა უნდა მომხვდეს, მანამდე არ დამთვარდება. იმიტომ, რომ მე-4 თუ მე-5 შემთხვევაა. როგორც ჩანს ვერ დაოკდნენ.

მე მინდა პირდაპირ ვუთხრა იმ მართლა საცოდავს, იმ გაჭირვებულს, ვისთვისაც ეს ყველაფერი კეთდება – ხალხნო, ასე არ შენდება ხელისუფლება! ასე, მისი ძალაუფლება არ მყარდება! ყოველდღე თავი გეჭრებათ! თუ ამ მოქალაქის იმედზე ხართ, შავადაა თქვენი საქმე…

ეს არის შედეგი იმისა, რომ ვიღაცამ უთხრა, ,,ამ მოქალაქეზე თავდასხმა შეკვეთილია/დაკვეთილია, მოსაწონია“. ნახეთ ახლა, ის არის მოქალაქე, რომელსაც არავინ არ იცნობდა და დღეს მასზე ნახევარი საქართველო ილაპარაკებს“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი ტიპი არსებობს…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფადი ასლის კონკრეტული დაკვირვების შედეგი: "სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

“გადავრჩეთ და გადავარჩინოთ თუ ვდეგრადირდეთ და ქოცობაში ჩავკლათ მომავალი?!” –

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე კონკრეტულ მძიმე რეალობაზე მიანიშნებს: "არადა როგორი...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...