,,მთავარი არხის“ ინფორმაციით, მმართველ პარტიაში, სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე საჯარო პირები სოციალურ ქსელში პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე აქტიურობენ. თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს მწვავე შეფასებებით პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი და ირონიული, სახუმარო მოწოდებით გამოდის ტროლ-ბოტების მეშვეობით “მთავარი არხის” მიმართ შეტევისთვის:
,,შექმენით ტროლ-ბოტი და შეუტიეთ ,,მთავარ“ არხს! რატომ ხარჯავთ რესურს ასეთ ცუდ საქმეში?! ჯერ უნდა გითხრათ, რომ ცუდ საქმეს არასოდეს არ ვაკეთებთ. მეორეც, რესურსს რატომ ხარჯავთ – კითხვის ასე შემოვლა ვინ გასწავლათ ან რომელ ფაკულტეტზე ისწავლეთ?!
რა ტროლ-ბოტი გჭირდებათ წურწურით სისხლი ჩამოგდით ხელებზე.
რა ტროლ-ბოტებზე მესაუბრებით, რას ამბობთ?! ტროლ-ბოტები ხართ თქვენ მთლიანად!“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


