spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"2012 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, ვინც...

“2012 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, ვინც საქართველო სწორედაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებას გაუყენა” – გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი მწვავე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ევროპარლამენტარ, რასა იუკნევიჩიანეს გზავნილზე, სადაც საუბრობს, თუ სად გადის საქართველოს ევროპული პერსპექტივის გზა:

,,მე ასეთი უტიფარი განცხადება ამ დონიდან არ მომისმენია. გასაგებია, რომ შენი მოკავშირე პოლიტიკური პარტიაა ,,ნაცმოძრაობა“ და დიდი ხანია ეს ხდება, მაგრამ ყველამ ხო იცის, რომ მოკავშირეა შენი პარტია, რომელმაც ეს სახელმწიფო გესტაპოს მეთოდებით მართა.

2012 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილია ის კაცი, ვინც საქართველო სწორედაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებას გაუყენა.

ეს მან [ევროპარლამენტარმა] კარგად იცის. მიუხედავად ამისა, ამ პოზიციაზე დგას. ვინაიდან ყველა სხვა არგუმენტი გამოეცალათ. უნდა ებრძოლონ ადმაიანს, რომელსაც დღევანდელ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქვეყნისათვის, როგორც მეცენატს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ ,,მთავარი“ არხის გადაცემაში ,,ღამის მთავარი“ კრიტიკული განცხადება გააკეთა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მმართველმა პარტიამ მე-2 მოსმენით მიიღო:

,,ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს იმაზე, რასაც ხედავს. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მნიშვნელოვანია. თუ ,,ქართული ოცნების“ არჩევანი ბიძინა ივანიშვილია და არა ევროკავშირის წევრობა, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ივანიშვილი უკეთესია, ვიდრე ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი ტიპი არსებობს…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფადი ასლის კონკრეტული დაკვირვების შედეგი: "სპორტდარბაზში უცნობი ადამიანების ორი...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...