საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია ,,ლელოს” პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი კომენტარს აკეთებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერს არ სჯერა, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში, ევროსაბჭოს 12 რეკომენდაცია ივნისის ბოლომდე შესრულდება:
,,დღეს, ბრიუსელი ერთადერთ რამეს ელოდება – ეს არის 12 პუნქტიანი მოთხოვნების შესრულება. ამ შესრულებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებას. შესაბამისად, თუ ჩვენი ქვეყანა მიმდინარე წელს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების დამსახურება.
აბსურდულია მოლოდინი ამ ხელისუფლებისგან, რომ ისინი შეასრულებენ 12 პუნქტიან მოთხოვნებს. იმიტომ, რომ ამ მოთხოვნების შესრულება ნიშნავს ,,ქართული ოცნების” მმართველობის სისტემის დემონტაჟს.
სწორედ ამიტომ ვამბობდი მე ყოველთვის, რომ არანაირი რწმენა არ მქონდა, ეს ხელისუფლება ამ მოთხოვნებს შეასრულებდა.
განაცხადი, რომ ეს მოთხოვნები თვის ბოლოს შესრულდება, ცხადია, არის უბრალოდ ტყუილი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე