კვირა, მაისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ" - ყველა გზავნილს...

პაატა მანჯგალაძე: “დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ” – ყველა გზავნილს ეს ხაზი გასდევს

გუშინ, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა 12 რეკომენდაციაზე, რაც ივნისის ბოლომდე უნდა შერულდეს, რათა ქვეყანამ მიმდინარე წელს კანდიდატის წევრის სტატუსი მიიღოს. აღნიშნულ თემაზე კომენტარს აკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე:

,,დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ” – ყველა გზავნილს ეს ხაზი გასდევს. ევროპა მზად არის, ევროპის კარი ღიაა, ევროპა გულწრფელია ნამდვილად თავის შეთავაზებაში. მთავარი არის ამ ღია კარში საქართველოს ხელისუფლებამ ფეხი შედგას. ფეხის შედგმა კი ნიშნავს იმ რეფორმების გატარებას, რომელსაც ჩვენგან ითხოვენ.

ჩვენთან რა ხდება? ისევ გაუთავებელი პროპაგანდა, რომ დასავლეთი ომს გვაძალებს, დასავლეთი გარყვნილია, დასავლეთი საქართველოს განადგურებით და იდენტობის დაკარგვით ემუქრება.

ეს როგორ არის თავსებადი ერთმანეთთან?! იქ რაღაცა სხვას ვლაპარაკობთ, მერე აქ ჩამოვალთ და ტვინს ვურეცხავთ ადამიანებს. ორივე ერთმანეთთან თავსებადი არ არის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ IX ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...