spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება...

“იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე და აცხადებს, რომ ყველა პირობა, რომლის შესრულებაც მმართველ გუნდს ეკისრება, ივნისის ბოლომდე მზად იქნება:

,,ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. ივნისის ბოლომდე ყველა რეფორმის შესრულება დასრულდება. ქვეყანა თავიდან ბოლომდე იქნება მზად იმისათვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში, დეკემბერში, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, იქნება სამართლიანი.

შარშან, სამწუხაროდ, ევროპული საბჭოს მხრიდან ჩვენი საზოგადოებისთვის გულდასაწყვეტი გადაწყვეტილება იყო მიღებული. იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში, დეკემბერში სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მმართველი პარტიის ლიდერმა, რეკომენდაციების შესრულების მხრივ ერთ-ერთ კრიტიკულ ნაწილად პოლარიზაცია დაასახელა და პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებაზეც ისაუბრა:

რა თქმა უნდა, პოლარიზაცია არის პრობლემური პუნქტი, პოლარიზაცია რეფორმებით ვერ დასრულდება, ამას ოპოზიციაში რადიკალიზმის შემცირება სჭირდება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება.

რაც შეეხება იმ პუნქტებს, რაზეც ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა, ეს არის რეფორმები, ეს იყო თანამდებობის პირთა არჩევა, ჩვენ ყველა შესაბამისი პუნქტი სათანადოდ შევასრულეთ ან შევასრულებთ ივნისის ბოლომდე.

ბუნებრივია, ჩვენს პარტნიორებს მუდმივად ვუზიარებთ ინფორმაციას რეფორმების განხორციელების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ერთი – რეფორმების განხორციელების კუთხით ვართ პირნათელი; მეორე, ჩვენი პარტნიორების ინფორმირებაც, რა თქმა უნდა, არის უზრუნველყოფილი. ფართო ინფორმირება არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას ვაკეთებთ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...