spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკა გვარამია: "საქმეს მივხედოთ და შემოვლითი გზების ძიებას...

ნიკა გვარამია: “საქმეს მივხედოთ და შემოვლითი გზების ძიებას შევეშვათ”

კანდიდატის სტატუსის ნინიჭების საკითხს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კონკრეტული შეფასება-არგუმენტებით ეხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია:

გუშინდელი ბრიუსელის სხდომის შემდეგ უკიდურესად არაინფორმირებული ოპტიმისტების გარდა, ალბათ, აღარავინ ელოდება კანდიდატის სტატუსს ფორმულით “მიუხედავად ყველაფრისა”.

ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსზე უარსაც არ გვეტყვიან, გადაგვივადებენ პასუხს ერთი წლით და დაუკავშირებენ არჩევნებს. ამ გზით ანგარიშსაც გაუწევენ ქართველ ხალხს და იმასაც შეამოწმებენ, რას და როგორ “ვიმსახურებთ”: თუ გვაქვს ძალა დავიცვათ დემოკრატია და დასავლეთი საკუთარ ქვეყანაში, მაშინ ბევრად მეტს ვიმსახურებთ, ვიდრე კანდიდატის სტატუსია და მივიღებთ კიდეც ამ “ბევრად მეტს”. თუ ვერ დავიცავთ – “ვეფხისტყაოსნიდან” აფორიზმების, პირველი რესპუბლიკის და პირველი კონსტიტუციის პროგრესულობის, შესანიშნავი მიტინგების და გულისგანმგმირავი ფოტოების, სოციოლოგიური კვლევების შთამბეჭდავი შედეგების მოხმობით ევროპული პრივილეგიების მოთხოვნა არც სამართლიანია, არც სერიოზული და არც ლოგიკური. მით უფრო, როცა რადიოაქტიური რუსული ხელისუფლება გყავს.

საერთაშორისო პოლიტიკა და გეოპოლიტიკა “აქ და ახლა” მუშაობს და არა გუშინდელი, საუკუნის წინანდელი, ან ძველი წელთაღრიცხვის დამსახურებებით, ანდაც ხვალინდელი ან მომავალი დეკადების პროგნოზირებით. ეს უნდა გვესმოდეს, ამას უნდა შევეგუოთ, ამის შემხსენებლებს თავს კი არ დავესხათ, საქმეს მივხედოთ და შემოვლითი გზების ძიებას შევეშვათ.

რას იტყვის “ოცნების” პროპაგანდა, არარელევანტურია. ნებისმიერ ვითარებაში რამეს იტყვის. პასუხის გაცემა სჭირდება მაგას და არა წინასწარ ვიშვიში.

P.S. გუშინდელ სხდომაზე “ოცნების” ბანდერლოგებზე აღარაფერს ვიტყვი იმის გარდა, რომ ისინი წარმოადგენენ საქართველოს და ამას ჩვენი ფორმალური თანხმობით აკეთებენ. საიდანაც გინდა მიაბი ქოთანს ყური, ასეა ეს“, – ნიკა გვარამია #212 საკნიდან.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...