spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ მნიშნელოვანად მიგვაჩნია, რომ ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური პლატფორმა...

“ჩვენ მნიშნელოვანად მიგვაჩნია, რომ ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური პლატფორმა “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე განვითარდეს” – საბა ბუაძე

პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე კომენტარს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტრატეგია უნდა შემუშავდეს ოპოზიციურ სპექტრში 2024 წლის არჩევნებისთვის, რათა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება:

,,2024 წლის არჩევნებისთვის ჩვენი მთავარი ამოცანა არის ხელისუფლების ცვლილება. შესაბამისად, ყველა ჩვენი გადაწყვეტილება სწორედ ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობით გამომდინარეობს.

ზუსტად ამიტომ, ჩვენ მნიშნელოვანად მიგვაჩნია, რომ ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური პლატფორმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე განვითარდეს. ამ პლატფორმამ თავისი უმნიშვნელოვანესი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების ცვლილების ამოცანის მიღწევაში.

ვგეგვმავთ, რომ ამ ახალი პლატფორმის ჩამოყალიბების პროცესში ყველა პროდასავლურ პარტიასთან კომუნიკაცია გვქონდეს. ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ყველა პროდასავლურ პარტიასთან და პროდასავლურად განწყობილ ადამიანთან გვექნება ინტენსიური კომუნიკაცია იმისათვის, რომ ხალხს შევთავაზოთ ის სიახლე, რომელზე მოთხოვნაც დიდი ხანია უკვე არსებობს“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...