spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის...

“ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში” – ირაკლი ღარიბაშვილი

ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდამ, საპროტესტო აქციებზე პოლიციელების ქმედების, მწვავე ნეგატიურ შეფასებას, საპასუხო მწვავე შეფასებებით და კონკრეტული გაფრთხილებებით ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

“ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციას რაიმე შეურაცმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, ის ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის მტერი.

ამ ადამიანების, 2%-ანი, 1%-ანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა დასრულდება სრული კრახით, მე მინდა ეს ყველას ვუთხრა და სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინების დროს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ესაა დასაგმობი ფაქტი, ამაზე საზოგადოებამ, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა.

ჩვენი პოლიცია, ჩვენი ჯარი არის ხელშეუხებელი. ყველა სპეცსამსახურები, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს სახელმწიფოს და ვინც მათზე ახორციელებს თავდასხმას, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, მე არ მოვერიდები ამის თქმას“, – აცხადებს ირაკლი რარიბაშვილი

მთავრობის მეთაური შეფასებას აკეთებს, ასევე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ოპოზიციისადმი გაერთიანების თაობაზე შეთავაზებასა და 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, რაშიც ოპოზიციას წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებს:

მე ვხედავ პერსპექტივას, რომ ოპოზიცია კიდევ ერთხელ და ძლიერად დამარცხდება 2024 წლის არჩევნებში. არ მინდა არასერიოზულ ადამიანებზე და ხაბეიშვილზე გავაკეთო კომენტარი.

ესენი არიან მარგინალიზებულები ძალა, რომელთაც არავითარი დღის წესრიგი არ აქვთ, ვერ სთავაზობენ საზოგადოებას, ჩვენს ხალხს რაიმე ალტერნატიულ აზრს, მოსაზრება.

რა დონეზე არიან განადგურებულები, რომ მხოლოდ გადასულები არიან შეურაცხყოფაზე.

ჩვენს უსუსურ და მარგინალიზებულ ოპოზიციას, თავისი სატელიტებით, ენჯეოებით, დეგრადირებული ამორალური ხალხით, არაფერი დარჩენია გარდა ერთისა – გადავიდნენ პირად შეურაცხყოფაზე…“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...