spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითორნიკე რიჟვაძე - ოპოზიციის უსუსური პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად...

თორნიკე რიჟვაძე – ოპოზიციის უსუსური პროვოკაციული მცდელობების მიუხედავად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საზღვაო ტურისტული სეზონი იყოს წარმატებული

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბათუმის სწრაფი განვითარების და ტურიზმის სფეროში არსებული დინამიკის ფონზე, განსაკუთრებით უსუსურად გამოიყურება რადიკალური ოპოზიცია და მათი იაფფასიანი პროვოკაციები. თორნიკე რიჟვაძემ მოსახლეობას მოუწოდა მაქსიმალურად გამოიყენონ ტურისტული სეზონი, მთავრობა კი თავის მხრივ სტაბილურობის და მშვიდობის ფონზე მაქსიმალურად შეუწყობს ხელს სეზონის ეფექტურად ჩატარებას როგორც წელს, ისე მომავალში.

რაც შეეხება პოლიტიკურ ვითარებას, ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით უსუსურად გამოიყურება რადიკალური ოპოზიცია – ნაციონალური მოძრაობა და მათი შესაბამისი დანაყოფები, აჭარის წარმომადგენლობა. ბუნებრივია ამ სიტუაციაში, კიდევ უფრო იმატებს მათი დესტრუქციული ქმედებები, იაფფასიანი პროვოკაციები. თუმცა, ჩვენთვის მთავარია საქმე, ის ტემპი, ის დინამიკა, რაც აძლიერებს თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, თითოეულ ჩვენს მცხოვრებელს. ბუნებრივია, ჩვენი პასუხი ამ იაფფასიან მინი შოუ-პროგრამებზე არის ჩვენი საქმე.

შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიუხედავად არსებული პროვოკაციული მცდელობებისა, სეზონი იყოს წარმატებული და მოსახლეობას, კიდევ ერთხელ, მინდა ვთხოვო, მოვუწოდო რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს სეზონი იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი გახდეს კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკურად, თითოეული ოჯახი გახდეს კიდევ უფრო წელგამართული და რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკური სტაბილურობის, მშვიდობის ფონზე მაქსიმალურად ეფექტურად ჩავატარებთ დაგეგმილ სეზონს როგორც წელს, ასევე მომავალშიც“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი უკვე აქტიურ ფაზაში შედის. 3-4 ივნისს ბათუმში ოფიციალურად საზღვაო ტურისტული სეზონი გაიხსნება. ვიზიტორთა სტატისტიკა აჭარაში მზარდია. საქსტატის მონაცემებით 2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტები აჭარაში გაზრდილია, გაორმაგებულია საერთაშორისო ვიზიტები 2022 წელთან შედარებით ( +93%). უნდა აღინიშნოს, რომ პირველ კვარტალში გაზრდილია ასევე განთავსების ობიექტებში დატვირთვა რეგიონში 41 %-ით. შესაბამისად ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 102%- ით.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“ვინმე “კერძო მესაკუთრე” 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს?” – ნიკა...

რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...