spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი და ეს, პირველ...

“დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი და ეს, პირველ რიგში, ეხება ბიძინა ივანიშვილს” – ლევან ხაბეიშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებზე მწვავე და კრიტიკულ შეფასებას აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი:

,,NATO-ში გაწევრიანებაზე პირველი დეკლარირებული უარი განაცხადა რუსმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ასევე კრემლიდან, პუტინის რუსეთის მიერ იმართება.

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანება არის უმნიშვნელოვანესი.

ვის არ უნდა საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება? – ეს არის პუტინი, ოფიციალური მოსკოვი და ჩვენდა სამწუხაროდ საქართველოში მოკალათებული რუსული პარტია ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით.

ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არ არის ვიწროპარტიული თემა – საქართველოს მოქალაქეებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ეს არის ეროვნული თემა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი და საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავლის, ჩვენი შვილების წინაშე.

ამიტომ, ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, დაიწყოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სანქცირების პროცესი და ცხადია, ეს, პირველ რიგში, ეხება რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საკუთარ სათამაშოდ აქცია ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...