spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უდიდესი პრობლემაა ივანიშვილი საქართველოსთვის. მძევლად აიყვანა ქვეყანა" -...

“უდიდესი პრობლემაა ივანიშვილი საქართველოსთვის. მძევლად აიყვანა ქვეყანა” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მძიმე, მწვავე პოზიცია, განმარტებები, შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე და მოსალოდნელ პროცესებთან დაკავშირებით:

ივანიშვილის მოქმედება განპირობებულია მინიმუმ სამი ფაქტორით. ის ფიქრობს:

1. თუ დაკარგავს ძალაუფლებას, დაკარგავს თავისუფლებას. ესე იგი, ფიქრობს, რომ დაიჭერენ და გააკულაკებენ. მას ამაში ვერავინ გადაარწმუნებს, რადგან ის ზუსტად ასე იქცევა და ჰგონია, რომ მასაც ასე მოექცევიან, თუ ძალაუფლება არ ექნება;

2. სანქციებით კარგავს რაღაც ფულს, თუნდაც ბევრს, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ პუტინს გადააგდებს, ჰგონია, რომ ამას მძიმე პერსონალური შედეგები მოჰყვება და სამაგალითოდ დასჯის.
აქ ძალიან მძიმედა აქვს საქმე – ფაქტები აჩვენებს, რომ პუტინი პირდაპირ მართავს მას;

3. სანქციებით კარგავს ფულის რაღაც ნაწილს, თუნდაც ბევრს, მაგრამ ქვეყნის რუსეთის სატელიტად გადაქცევით დაჯილდოვდება და რუსეთში ისევ ბევრ ფულს იშოვის.

უდიდესი პრობლემაა ივანიშვილი საქართველოსთვის. მძევლად აიყვანა ქვეყანა.

მიკიბულ-მოკიბული საუბრის გარეშე – თუ მის ძალაუფლებას პრობლემა შეექმნება, ქვეყანას რუსის ჯარის შემოყვანით ემუქრება.

ამით აშინებს ხალხს.

იუველირული სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ეს კაცი ჩამოსცილდეს ძალაუფლებას. ამასთან, შედეგის მიღწევა გაბედულ და შეუპოვარ ბრძოლას მოითხოვს. ერთადერთი წამალი არსებობს – ბევრი ხალხი, უდიდესი უმრავლესობა საარჩევნო ყუთებთან ან ქუჩაში.

P.S. გარდა იმისა, რომ ზოგადად ხელში ჩაგდება სურს, პუტინს ახლა საქართველო განსაკუთრებულ სივრცედაც სჭირდება. არა მხოლოდ უკანა ეზოდ, არამედ სივრცედ, რომელიც იქნება ფანჯარა სანქციების თავიდან ასარიდებლად. ასევე თუ ქვეყანაზე კონტროლს დაამყარებს, ახალი პირობების წამოსაყენებლად გამოიყენებს. პლუს გადასარევად გაყიდის ამ ამბავს ქვეყნის შიგნით.

დასავლეთს დიდი თავსატეხი აქვს – არ იცის, რა ქნას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმ ქვეყანას მიანიჭოს სტატუსი, რომლის ხელისუფლება რუსეთის მოკავშირეა? და მერე რა ხდება – საქართველო კანდიდატის სტატუსით რუსულ ორბიტაზე და სანქციებისგან თავის არიდების ოაზისით?

არადა ხალხი მართლა ვიმსახურებთ ამ სტატუსს. ყველა ჯერზე დავამტკიცეთ.
ოღონდ ივანიშვილი ჩვენი მოსაცილებელია, სხვა ამას ვერ გააკეთებს.

პიზ*ეცი მდგომარეობაა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...