საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე შეფასებას აკეთებს ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაზე, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელისუფლებასთან მიმართებაში დაფიქსირებულ მწვავე პოზიციათან დაკავშირებით:
,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, რომ დაიცვან პრეზიდენტის ინსტიტუცია და პრეზიდენტის ინსტიტუტი, სიტყვით ერთია და ქმედებით – აბსოლუტურად მეორეს ვუყურებთ.
ამის ნათელი მაგალითი იყო 26 მაისი, რომელიც გამაერთიანებელი უნდა იყოს ყველასთვის.
შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს პრეზიდენტს, იყო ყოვლად დაუშვებელი. ახლა ,,ქართული ოცნება“ რას გულისხმობს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვაში, ვერ ვხვდები, როცა საქმით აბსოლუტურად მეორეს აკეთებენ.
სამწუხაროდ, ,,ქართულმა ოცნებამ’’ პრეზიდენტი ვერ გაიცნო და ვერ გაიგო მისი ხასიათი. მასზე ასეთი პრევენცია, ზემოქმედება არ მოქმედებს“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


