კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიAlde-მ “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ შეტანილ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

Alde-მ “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ შეტანილ რეზოლუციას მხარი დაუჭირა

“ალდეს” ყოველწლიურ კონგრესზე, რომელიც წელს სტოკჰოლმში გაიმართა ევროპულმა პარტიებმა ერთობლივი, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღეს. აღნიშნული რეზოლუციის შემტანი “სტრატეგია აღმაშენებელი” იყო. რეზოლუციის ტექსტის დამუშავებაში საქართველოდან კიდევ მონაწილეობდნენ – “გირჩი მეტი თავისუფლება”, “რესპუბლიკელები”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ლელო საქართველოსთვის”. ტექსტის დამუშავებაში ასევე ევროპული პარტიები მონაწილეობდნენ.

ახალი რეზოლუცია ბევრად მწვავე და კრიტიკულია, ვიდრე აქამდე მხარდაჭერილი სხვა დოკუმენტები. ევროპარლამენტარები დოკუმენტით მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. აქვე მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, რომ შეწყვიტონ რუსეთთან “ფლირტი”, შეწყვიტოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი, რეფორმების არ შესრულებით და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებით. ასევე შეწყვიტოს ანტიდასავლური კამპანია და პოლიტიკური დევნა, გათავისუფლდნენ ნიკა გვარამია, ლაზარე გრიგორიადისი და მიხეილ სააკაშვილი.

 

სტრატეგია აღმაშენებელი ასევე ავრცელებს რეზოლუციის ტექსტს:

საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია

წარმდგენი საქართველო (სტრატეგია აღმაშენებელი)
ქვეყანა ვალიდური
რეკომენდაცია მიღებული იქნას შესწორებებით
კატეგორია საგანგებო რეზოლუცია (მაქს. 300 სიტყვა)

 

საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ საგანგებო რეზოლუცია

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) კონგრესი (სტოკჰოლმი, შვედეთი
2023 წლის 26-28 მაისი):

ადასტურებს:
●მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. ●მტკიცე მხარდაჭერას რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ევროკომისიის მიერ დადგენილ 12 რეკომენდაციის შესრულების შემდგომ.

ხაზგასმით აღნიშნავს:
● 2022 წლის 28 თებერვალს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება (CFSP) 2022/335, რომელითაც შეიცვალა გადაწყვეტილება 2014/512/CFSP. შედეგად, დააწესდა შემზღუდავი ზომები, რომლებიც ევროკავშირის საჰაერო სივრცის რაიმე ფორმით გამოყენებას უკრძალავს რუსულ ავია გადამზიდებს, რუსეთში რეგისტრირებულ ნებისმიერ თვითმფრინავს, ნებისმიერ არარუსულ თვითმფრინავს, რომელიც ეკუთვნის რუსეთის მოქალაქეს ან რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს,ორგანოს ან დაწესებულებას ან სხვაგვარად კონტროლდება მათ მიერ.

მწუხარებას გამოთქვამს:
● საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე რუსეთის ფედერაციის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების აღდგენის შესახებ.
● საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ რუსული ავიახაზებისთვის ნებართვის გაცემის შესახებ, რათა განახორციელონ ყოველდღიური ფრენებს რუსეთსა და საქართველოს შორის.
● ქართველი ჩინოვნიკების განცხადებებზე სადაც ისინი, დასავლეთსა და ევროპულ ინსტიტუტებს ადანაშაულებენ თითქოს მათ სურთ საქართველოს „ჩათრიონ“ ომში, რითაც ძირს უთხრიან ევროკავშირის იმიჯს საზოგადოების თვალში და ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომელიც მხოლოდ რუსეთის მთავრობას ეხმარება.
● საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გადაწვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოში შესვლის უფლება მიეცათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის-სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დასავლური სანქციების ქვეშ არიან.
● საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“:
● მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებთან რუსული ავიაციის მიმართ. ფხიზლად იყოს პოტენციურ მცდელობებთან მიმართებით, რათა არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება.
● შეწყვიტოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის არშესრულებით და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებით.
● შეწყვიტოს რუსეთთან ფლირტი მასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების პროაქტიური გაღრმავებით.
● შეწყვიტოს ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანია.
● შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ ლაზარე გრიგორიადისი,
ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...

“მკაფიო ზღვარი გავავლოთ – რა არის არჩევნები და რა არის სპეცოპერაცია” – გია ბარამიძე

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და საქართველოში მოქმედმა პროდასავლურმა პარტიებმა ერთობლივად განაცხადეს,...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...