ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკონსტიტუციაში წერია ევროინტეგრაცია, მაგრამ პირველი, რაც წერია, ტერიტორიული...

კონსტიტუციაში წერია ევროინტეგრაცია, მაგრამ პირველი, რაც წერია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განმარტებით, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აქვს თავისი სლოგანი, შესაბამისი კამპანია და დეკორაციებიც ყოველ წელს იცვლება.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის დროშასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ ატეხილი აჟიოტაჟი არის სპეკულაცია და სიბინძურე, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება:

ეს არის მორიგი სპეკულაცია და ჩვეულებრივი სიბინძურე, რასაც კადრულობენ კონკრეტული ადამიანები. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ცხადია, უნდა იყოს ქართული დროშა. ასევე, ყოველ დამოუკიდებლობის დღეს გვქონდა შესაბამისი სლოგანი და შესაბამისი შინაარსის კამპანია მიმდინარეობდა. მაგალითად, ერთ-ერთი იყო კამპანია, როცა მთავარი თემა იყო შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. მაშინ პარლამენტის შენობაზე საქართველოს დროშა საერთოდ არ იყო გამოფენილი და ამ პოემიდან ამონარიდები იყო წარმოდგენილი. გასულ წელს კამპანიის მთავარი ხაზი იყო ევროპა, დეკორაციებიც შესაბამისი იყო, მათ შორის ევროკავშირის დროშები.

სპეკულაციები საჭირო არ არის. არ ვიცი ეს სიბინძურე რას ემსახურება. შეიძლება ვინმეს მცდელობა ჰქონდა, რომ საზოგადოებისთვის დაეჯერებინა ან ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოეყენებინა. ხალხი ყველაფერს ხვდება. სიმართლე ყოველთვის გაირკვევა და ადამიანებს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაც აქვთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი არის დღევანდელი ხელისუფლების მიზანი, ეს ჩანაწერი კონსტიტუციაშიც არის გაკეთებული, თუმცა უპირველესი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

ჩვენ ხშირად გვახსენებენ იმას, რომ კონსტიტუციაში გიწერიათ ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალიო. რა თქმა უნდა, ეს გვიწერია და სწორედ ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, გაკეთდა ეს ჩანაწერი. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირველ რიგში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვიწერია. ეს არის მნიშვნელოვანი და მერე უკვე სხვა დანარჩენი.

ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ვასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას. ოპოზიცია კი ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებს. ყველაფერს ვაკეთებთ და შევასრულებთ. შემდეგ კი, ევროკავშირზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ თავისი დანაშაული რეპრესიად შეფუთოს” – კახა კალაძე

„რადიკალურ ოპოზიციონერებს უნდათ, რომ ყველაფრის გაკეთება შეძლონ, სხვა დააზიანონ,...

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის...

“კომისიის დავალებათა შეუსრულებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, იწვევს შესაბამის სანქციას” – დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი...

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...