სამშაბათი, ივლისი 15, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან მწარე მაგალითები გვახსოვს წარსულიდან და არ უნდა...

“ძალიან მწარე მაგალითები გვახსოვს წარსულიდან და არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა, კითხვების დასმა” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას კატარში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ კატარის ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერის მხრიდან სწორი მესიჯები გაჟღერდა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანას მისი მომავლისთვის დამაზიანებელი შეცდომების გამეორების უფლება არ აქვს და კონკრეტული გადაწყვეტილებები ხელისუფლებამ მხოლოდ პრობლემების კარგად გაანალიზების შედეგად უნდა მიიღოს:

აღნიშნულ სამიტზე, კატარში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ირაკლი ღარიბაშვილის, სადაც სწორი მესიჯები იქნა გაჟღერებული.

არ უნდა მოგვერიდოს სიმართლის თქმა. დღეს გავდივართ ძალიან რთულ პერიოდს, როდესაც არის უდიდესი გამოწვევები, უდიდესი სირთულეები. შესაბამისად, ცხადია, ჩნდება კითხვები.

როდესაც 2008 წელს დავკარგეთ ტერიტორიები, საქართველოში იყო ომი, სად იყო მხარდაჭერა, სად იყო თანადგომა, რატომ არ კეთდებოდა ეს განცხადებები, რატომ არ იყო სანქციები? ხომ გამოვიარეთ ეს სირთულეები, რა მივიღეთ ამით? დავკარგეთ ტერიტორიები, უამრავი ლტოლვილი, დაგვეღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ბიჭები, მათ სულებს ვენაცვალე. რა მივიღეთ? ეს ყველაზე დიდი უბედურება ხომ გამოვცადეთ საკუთარ თავზე.

ამიტომ ძალიან მწარე მაგალითები გვახსოვს წარსულიდან და არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, რომელიც დააზიანებს ამ ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის მომავალს, ემოციებით არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. უნდა გავაანალიზოთ კონკრეტული საკითხები და ისე გადავდგათ ნაბიჯები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

“თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციონერი ლიდერი ტყვეობაში გყავთ და შალვა, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...