spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი...

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ ხვდება რა საფრთხის წინაშე დაგვაყენა ქოცხელისუფლებამ” – მამუკა გამყრელიძე

პარტია “ევროპული დემოკრატების” გენერალური მდივანი, მამუკა გამყრელიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მძიმე ნეგატიურ პროგნოზს აკეთებს, თუკი დასავლეთი ზურგს სეაქცევს საქართველოს:

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ ხვდება რა საფრთხის წინაშე დაგვაყენა ქოცხელისუფლებამ.

ძალიან მოკლედ ავხსნი.

საკმარისია დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს, რომ მყისიერად აღმოვჩნდებით დემოკრატიებიდან ავტოკრატული რეჟიმების სიაში. იქ დაიხურება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და დამთავრდება მასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. მინიმუმამდე დავა ფინანსური დახმარება დასავლეთიდან. შეწყდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. აღარ დაფინანსდება სტუდენტების უცხოეთში სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება. შემცირდება გრანტების რაოდენობა. დასავლეთის საბანკო სისტემა მცირე ღრიჭოს დაგვიტოვებს, ან შეიძლება სულაც ცხვირწინ მოგვიხუროს კარი. აღარაფერს ვამბობ უსაფრთხოებაზე და თავდაცვის სისტემაში ინტეგრირებაზე. დავრჩებით გატეხილ ვარცლთან.

ჩვენ არ ვართ რუსეთი, რომელსაც ჯერ კიდევ დარჩა შიდა რესურსი, სავალუტო და ოქროს რეზერვები. ჩვენ არ ვართ აზერბაიჯანი, რომელსაც უზარმაზარი ენერგეტიკული რესურსი აქვს და გვერდში თურქეთი უდგას. ჩვენ არ ვართ სომხეთი, რომელსაც მდიდარი დიასპორა არჩენს და დღეს ჩვენზე წინ აღმოჩნდნენ დასავლეთთან ურთიერთობის კუთხით.

რით აპირებს ამ ქვეყნის მოსახლეობა ფონს გასვლას? ნუთუ 90-იანებში ჩავრჩით და ვეღარ მივხვდით, რომ ჭიანი ვაშლით და მჟავე მანდარინით ქვეყანას ვერ გააძღებ? ვერც ტურიზმი და კინტაური გვიშველის. განვითარებულ ქვეყნებში ტურისტული ბიზნესი მხოლოდ სასიამოვნო დამატებაა ინდუსტრიით და ტექნოლოგიებით მიღებულ შემოსავალზე. ჩვენ დავრჩებით ერთ პატარა, განუვითარებელ ქვეყნად, სრულიად უსახსროდ და დაუცველები ბოროტი ვეშაპის წინ, რომლისთვისაც ჩვენ მხოლოდ დუქნის ფუნქციას ვასრულებთ.

ნუთუ ეს არის ამ მოსახლეობის ამბიცია? მსოფლიოსაგან გარიყული და მიუღებელი ქვეყნის მედუქნეობა?“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მამუკა გამყრელიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...