პარასკევი, იანვარი 16, 2026
-5.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის მერიამ დაიწყო სტიკერების გაცემა A კატეგორიის იმ...

თბილისის მერიამ დაიწყო სტიკერების გაცემა A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება

თბილისის მერიამ 22 მაისიდან დაიწყო სპეციალური სტიკერების დარიგება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სტიკერები იქნება მაიდენტიფიცირებელი იმისა, რომ მათ საავტობუსე ზოლში შეეძლებათ გადაადგილება:

პირველი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც 10 წლამდე ავტომობილი ჰყავთ, ვაძლევთ შესაძლებლობას, საავტობუსო ზოლებში იმოძრაონ.

22 მაისიდან დავიწყეთ სტიკერების გაცემა, რაც იქნება მაიდენტიფიცირებელი იმისა, რომ აღნიშნულ ავტომობილს აქვს შესაძლებლობა, იაროს საავტობუსო ზოლში.

ეს სტიკერი უნდა განთავსდეს ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში.

დანარჩენ ავტომობილებს, რომელიც არის A კატეგორიის და ასაკით 10 წლის ზემოთ, მხოლოდ იმის უფლება ექნებათ, რომ მგზავრი აიყვანონ და ჩაისვან საავტობუსე ზოლში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, დაწყებულია QR კოდების გაცემაც, რაც ტაქსებში მგზავრობის ბარათით გადახდის შესაძლებლობას იძლევა:

პარალელურად დაწყებული გვაქვს QR კოდების გაცემა. რაც იძლევა საშუალებას, რომ მგზავრმა ბარათითაც შეძლოს მგზავრობის საფასურის გადახდა. ეს ტაქსის მძღოლებისთვისაც მნიშვნელოვანია. ასე მათ ექნებათ საშუალება, უფრო მეტ მგზავრს მოემსახურონ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სამართალი მაშინ იზეიმებს, როცა ირაკლი ღარიბაშვილი – სხვებთან ერთად და სხვა დანაშაულების გამოც –...

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი...

“პასუხი ქოცების ლოზუნგს – საქართველო პატარა ქვეყანაა, მას არავინ არაფერს ეკითხება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროინდელ ფაქტებს...

“ბიძინამ მას, როგორც ყოფილ მონას, შეღავათი გაუწია და ყველაზე მსუბუქი ბრალი წაუყენა” – მერაბ...

კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მინიშნებას ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ერთგვარ...

“ბოდიშს ვიხდი ამ ინტიმური თემით სპეკულირებისთვის, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხო” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებლის ზაზა ბიბილაშვილის (არა)რიტორიკული შეკითხვები: "ვაცნობიერებ, რომ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი წლის მერე სად იქნება კობახიძე ან მდინარაძე არავინ იცის იმ ბრძენი კაცის გარდა😎”...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ერთგვარ შედარებას ახდენს...

“ბავშვი დააკავეს, წაართვეს ტელეფონი და 3 საათი ქუჩაში ჰყავდათ დაკავებული ისე, რომ არავინ არ...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ღარიბაშვილის ამნისტიაში ემანდ შემთხვევით მეც არ მოვყვე, ესაა და...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პროკურატურის მიერ მთავრობის ყოფილი...

“მადურო ამერიკის ციხეშია და მისი რეჟიმის ნარჩენები დღეს ათავისუფლებენ ყველა პოლიტპატიმარს” – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ პარალელს...