საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე კომენტარს აკეთებს ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდაპარტიულ პროცესებთან დაკავშირებით და პარტიას გაკოტრებულ უწოდებს:
,,პარტია არის პოლიტიკურ თავდაღმართში. მან მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილი დაკარგა. ის, რაც შიგით ხდება, პირდაპირ მიუთითებს, რომ პარტია არის გაკოტრებული.
მათ მომავლის გეგმა არ აქვთ, მომავლის ლიდერები არ ჰყავთ და დაკავებულები არიან დესტრუქციული პროცესებით, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებსა და დღეს, – საქართველოს ინტერესებს.
სწორედ ამიტომ, 2024 წელს, ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ კარგი შესაძლებლობა, ოპოზიციურ სპექტრს კიდევ ერთხელ რომ გადახედონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე