კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დამაზიანებელი იქნება...

“ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დამაზიანებელი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როგორც სანქციების დაწესების, ასევე მათი მოხსნის გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ცალმხრივად იქნა მიღებული.

თბილისის მერის თქმით, ხელისუფლება მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესების დაცვით:

ფრენებთან დაკავშირებით არაერთხელ ვისაუბრე. ეს იყო ცალმხრივად გაცემული სანქციები და ვიცით, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათი მხრიდან, რომ მოიხსნას აღნიშნული სანქციები. ასე რომ, ჩვენ აქ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან. რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომ მოხდეს ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა. ჩვენ არ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დამაზიანებელი იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი დაკვეთა ჩვენი მოსახლეობას.

დღეს, ჩვენ ვართ გამოწვევების წინაშე და ყველაზე მთავარი გამოწვევა, ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, გეტყვით, რომ არის ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება, აღნიშნული პოლიტიკით, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს დეოკუპაცია. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? – გონიერებით, მშვიდობითა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“როდესაც განაჩენი გავიგე, პირველი რაც ვიფიქრე…” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...