spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სანქცირებულები შეიძლება არიან, მაგრამ საქართველოს მათთვის სანქციები არ...

“სანქცირებულები შეიძლება არიან, მაგრამ საქართველოს მათთვის სანქციები არ დაუწესებია” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოში შემოსულ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შვილსა და იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებიც დასავლეთის მხრიდან არიან სანქცირებული. მმართველი პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ საქართველო არ უერთდება დაწესებულ სანქციებს და კონკრეტულ პირებს მხოლოდ მაშინ შეეზღუდებოდათ საქართველოში შემოსვლა თუ მათ დარღვეული ექნებოდათ ოკუპაციის შესახებ კანონი:

,,პირველ რიგში უნდა ითქვას თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს სახელმწიფო ქვეყანაში კონკრეტული ადამიანების შემოსვლის დროს – როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არ არის მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, მთავარი კრიტერიუმი არის, რა თქმა უნდა, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა-არდარღვევა.

ამ შემთხვევაში, თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში.

პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით კი მინდა განვმარტო: ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს, ჩვენ არ ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციას, მათ შორის, იგულისხმება პერსონალური სანქციების დაწესება. ამასთან, არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი. თავის დროზე გერმანიაში მაქვს ნასწავლი ეს სფერო. პირდაპირ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს.

კონკრეტული ადამიანები საქართველოს მიერ არ არიან სანქცირებულები. ჩვენ, როდესაც არ ვუერთდებით სანქციებს, მათ შორის, ეს გულისხმობს პერსონალურ სანქციებსაც. ჩვენ გვაქვს ერთადერთი სანქცია ქვეყანაში შემოშვების კუთხით. ეს უკავშირდება ოკუპაციის შესახებ კანონს.

ისინი სანქცირებულები შეიძლება არიან, მაგრამ საქართველოს მათთვის სანქციები არ დაუწესებია.

ჩვენ არ ვუერთდებით ამ სანქციებს. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა” – კახა კალაძე...

„ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება“, - თბილისის მერი კახა კალაძე...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...