კვირა, მაისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები...

“ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განცხადებას აკეთებს საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით:

,,ეს არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლება. მაგალითად, თუ მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში, მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული სრული უფლება, პრეზიდენტს არ მისცეს თანხმობა ვიზიტზე.

ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ.

თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები საქართველოს პარლამენტის შენობაში, როცა მას ჰქონდა მოხსენება. დამეთნხმებით, რომ ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს, სინამდვილეში არ იდგმება ნაბიჯები კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ა.შ. – ეს არის დამაზიანებელი განცხადებები.

რა თქმა უნდა, უმჯობესია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დააკვირდით, როგორ არიან ჩართული საპროტესტო დესტრუქციულ აქციებში ცალკეული მედია საშუალებები” – ზაალ ანჯაფარიძე

საპროტესტო აქციების ორგანიზება-მხარდაჭერის მხრივ მედიის მნიშვნელოვან როლზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ამ ადამიანებს ახლა ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ჩემი სოლიდარობა ყველა ღირსეულ ქართველ დიპლომატს!” – ზურაბ...

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით...

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...