მთავრობის ყოფილი მეთაური, პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია მიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს ქართულ პოლიტიკურ ვითარებასა და კომპრომისის მნიშვნელობაზე:
,,სანამ ქართველი პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კომპრომისია – არაფერი არ იქნება.
სანამ ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს – არაფერი არ იქნება.
სანამ საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, რომ ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს – იმიტომ, რომ ერთხელ გახადეს, მეორედ გახადეს, მესამედ გახადეს და ასე ზემოდან რომ ჩამოვარდება, დაენარცხება და მერე თავისივე შექმნილი კერპი ეზიზღებათ.
მერე ამ ზიზღით და თავგანწირვით ანადგურებენ და ანადგურებენ, სანამ არ ჩადებენ… აგერ ერთი საავადმყოფოშია, მეორე – დამალულია…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე