spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის პირდაპირ ის გზავნილი, რომელსაც პუტინი და...

“ეს არის პირდაპირ ის გზავნილი, რომელსაც პუტინი და კრემლი საქართველოს ხელისუფლების მიმართ უშვებს” – ხატია დეკანოიძე

საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო მიმოსვლა გაუქმებულია. სპეციალურ განკარგულებას რუსეთის მმართველმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა და იგი 15 მაისიდან ამოქმედდება. თემასთან დაკავშირებით და მმართველი პარტიის პოლიტიკასთან მიმართებაში კრიტიკულ შეფასებებს აკეთებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე:

,,მე მინდა პირდაპირ ხაზი გავუსვა იმას, რომ პუტინის გადაწყვეტილებები საქართველოს ეხება და ეს არის კატასტროფა. ეს არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით 24 თებერვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება, ,,ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ქვეყანაში ატარებს.

ეს არის ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პოლიტიკა. ზუსტად პუტინის გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლება დააჯილდოვოს, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმას ეხება, რომ მან თავისი გადმოსახედიდან კრემლის გზავნილის გავლენის გასაძლიერებლად – ფრენებზე, ავიამიმოსვლაზე, ასევე სავიზო შეზღუდვაზე აკრძალვა მოხსნა.

ეს არის პირდაპირ ის გზავნილი, რომელსაც პუტინი და კრემლი საქართველოს ხელისუფლების მიმართ უშვებს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ პოლიტიკას გააძლიერებს, მათ შორის, კრემლის გზავნილებსა და გავლენების გაძლიერებას საქართველოში, ეს იქნება და უკვე არის აღქმული ცივილიზაციის წინააღმდეგ წასვლა, განსაკუთრებით, 24 თებერვლის შემდეგ. ეს აღქმულია, როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაკნინება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...