spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემს პრეზიდენტთან ერთად გპირდებით, რომ დავეხმარები ჩემს მშობლიურ...

“ჩემს პრეზიდენტთან ერთად გპირდებით, რომ დავეხმარები ჩემს მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში” – დავით არახამია

უკრაინაში სამუშაო ვიზიტით ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფება და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრირების საკითხებს განიხილავენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით და საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია:

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სამუშაო ვიზიტით კიევში იმყოფება.

სამუშაო დღის წესრიგში ბევრი შეხვედრა იყო, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

უკრაინამ, როგორც ევროკავშირის მომავალმა წევრმა, ბევრი რეფორმა და საკანონმდებლო ცვლილება უნდა განახორციელოს.

ჩვენს მთავრობას აქვს თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა ყველა მნიშვნელოვან ცვლილებასთან და განხორციელების ვადებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კოორდინირებული მუშაობა უახლოეს მომავალში აუცილებლად მოგვცემს სასურველ შედეგს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე მივიღეთ საშინაო დავალება.
ჩვენ ვიღებთ ბევრ კანონს, ვიშორებთ ოლიგარქების გავლენას ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკაზე და ვაუმჯობესებთ სასამართლო სისტემას.

ყველა ევროპელი დიპლომატი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ერთხმად აღნიშნავს ამ ცვლილებების სწრაფ პროგრესს და უჩვეულო ტემპს.

რაც კეთდება სხვა ქვეყნებში წლების განმავლობაში, ჩვენ ვახორციელებთ ერთ თვეში, რაც კეთდება თვეებში, ჩვენთან სრულდება დღეებში.

სხვანაირად ვერ ვიქნებით.
როდესაც ასიათასობით ადამიანი იარაღით იცავს ჩვენს ქვეყანას რუსული აგრესიისგან, ზურგში ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქვეყნო საქმე და მოვამზადოთ ნათელი მომავალი ჩვენი ხალხისთვის.

საქართველოშიც ხალხს სურს ევროპა.ა სევე არის საშინაო დავალებები და კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე.

ძნელი იქნება მიზნის მიღწევა, როცა ქვეყანაში მთელი ძალაუფლება ერთ ოლიგარქზეა დამოკიდებული, როცა პოლიტპატიმრები არიან, როცა ჟურნალისტები ციხეში არიან.

მაგრამ, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან გადაჭრის ამ პრობლემას.

უკრაინა 🇺🇦 წინ წავიდა ამ პროცესში და დღეს ჩემს პრეზიდენტთან ერთად გპირდებით, რომ დავეხმარები ჩემს მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში.

დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით არახამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...