კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რიგითი ევროპელის თვალში ახლა ჩვენ ვართ თაღლითების ქვეყანა"...

“რიგითი ევროპელის თვალში ახლა ჩვენ ვართ თაღლითების ქვეყანა” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” დამფუძნებელი, გიორგი გახარია მწვავე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით:

,,ეს ქოლ-ცენტრების თემა არის იდეალური მაგალითი, როგორ სიჩუმეში, ბნელ ოთახში ერთად ისხდნენ და ევროპელებს თაღლითურად პარავდნენ ფულს.

ახლა, დღეს კიდევ, ფინანსური თაღლითობა პოლიტიკურ თაღლითობაში გადაჰყავთ. ცდილობენ, რომ ერთმა ერთს დააბრალოს, მეორემ მეორეს.

შენ, კიდევ საქართველოს მოქალაქემ, რომელმაც ამისი ფასი უკვე გადაიხადა, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამის ფასს ვინმე არ გადაიხდის? – ამის ფასს თითოეული ჩვენგანი გადაიხდის! ჩვენ, ყველა ამის ფასს გადავიხდით იმიტომ, რომ რიგითი ევროპელის თვალში ახლა ჩვენ თაღლითების ქვეყანა ვართ. რა უნდა იფიქროს იმ ევროპელმა, ვიღაცას თუ დააინტერესა და დეტალებში წავიდა – იტყვის, რომ კაცო, აგერ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, თურმე, ქოლცენტრებით ევროპელ პენსიონრებს თაღლითურად ფულს პარავს.

მერე, კომისია რომ გაკეთდება, გაირკვევა, რომ ოფიციალური პირები ამას, ამ თაღლითს ან ხელს აფარებდნენ ან თვითონაც თაღლითურად იპარავდნენ.

ეს ხალხი ელემენტარულ დასკვნას გააკეთებს. აქ ხელისუფლებაც თაღლითია, ოპოზიციაც თაღლითია – ესენი ყველანი თაღლითები ყოფილან. საბოლოო ჯამში, ამ განაჩენს გამოუტანს ვის? რიგით მოქალაქეს და ჩვენ შვილებს. მორჩა!

ესენი ახლა, რეალურად, რასაც აკეთებენ ერთმანეთზე გადაბრალებით, ცდილობენ, თავისი მოპარული ფული დაიცვან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...