კვირა, მაისი 11, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე "რუსეთუმეს"...

კახა კალაძე: “თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე “რუსეთუმეს” იარლიყს მოგაკერებენ”

თბილისის მერი კახა კალაძე რიგი მედიასაშუალებების მიერ რეპერ „მასტერის“ დაბლოკვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და კლიპის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს მომღერალს ან რომელიმე ხელოვანს თუ განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა, მაშინვე „მოკვეთილი იყო ყველაფრიდან“.

აქ სიახლე არაფერია. ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუ გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე არის მცდელობა, მოგაკერონ „რუსეთუმეობა“. ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იგივეს აკეთებდნენ, ახალი არაფერი ხდება.

თქვენ რა, არ გახსოვთ, მომღერალს ან რომელიმე ხელოვანს თუ ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება, მოკვეთილი იყო ყველაფრიდან? ხომ არ დაგვავიწყდა ეს რეალობა? დღეს იგივეს აკეთებენ, უბრალოდ ბერკეტები არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ.

შეიძლება საკუთარ ტელევიზიაში არ დაპატიჟონ, დააბულინგონ, შეურაცხყოფა მიაყენონ, სახლში მიუცვივდნენ და ასე შემდეგ. ესენი არიან ჩამოყალიბებული ფაშისტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...