პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კომენტარს აკეთებს ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას და სამუშაოებში მაქსიმალურად ჩაერთვება პარტია:
,,საგამოძიებო კომისიას ,,ოცნება“ კი არ ითხოვს, რუსული პარტია, არამედ ოპოზიცია. მათ შორის, როცა მეკითხებით მხარს დავუჭერ თუ არა?! – არა თუ მხარს დავუჭერთ, საგამოძიებო მოქმედებებში ჩავერთვებით, საპარლამენტო კომისიას ვგულსიხმობ.
საზოგადოება კარგად ხვდება – ვინ მალავს? ვის არ უნდა საგამოძიებო კომისია? ახლა ყველაფერს იგონებენ, რომ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე