spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის მავნებლობა და არაკომპეტენტურობა ამჯერად...

“ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის მავნებლობა და არაკომპეტენტურობა ამჯერად უკვე ჯანდაცვის სექტორში გამოვლინდა” – თამაზ დათუნაშვილი

,,ლელო საქართველოსთვის“ საორგანიზაციო მდივანი, თამაზ დათუნაშვილი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით:

,,ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის მავნებლობა და არაკომპეტენტურობა ამჯერად უკვე ჯანდაცვის სექტორში გამოვლინდა. აქამდე ყველამ ვიცოდით, რომ საყოველთაო ჯანდაცვა, როგორც სოციალური პროექტი, ჩვენი მოქალაქეებისთვის იყო ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ“ მოგვიტანა და დღემდე, უკვე 10 წელია ამ რეფორმას, როგორც ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარს მათი პროპაგანდა ჩვენს საზოგადოებას წარუდგენს. ამის მიუხედავად, სოციალური სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველო გახდა 2014 წლიდან, ეს სისტემა ქვეყანაში ფაქტიურად კრახს განიცდის.

კერძოდ, 2022 წლის მონაცემები რომ ავიღოთ, ჯანდაცვის სფეროში 4,7 მლრდ ლარი იყო საერთო დანახარჯები, ხოლო ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან დანახარჯები იყო 2.4 მლრდ, ნახევარზე მეტი ფაქტიურად.

რეალურად უნდა ითქვას, რომ ეს ითვლება ამ სისტემის კრახად – 2022 წელს, როდესაც ბიუჯეტი გასამმაგებული იყო 2014 წელთან შედარებით, შეუძლებელია ჩათვალო წარმატებულად რეფორმა, სადაც ნახევარზე მეტი ხარჯებისა მოდის მოსახლეობაზე. ეს იქნება მედიკამენტები თუ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება.

ეს რიცხვები ნათლად აჩვენებს, თუ რა მასშტაბის კოლაფსი გვაქვს ჯანდაცვის სისტემაში. ის ბიუროკრატიული მონსტრი, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევა წარმოადგენს, ვერ პასუხობს იმ რეალობას, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს უდგათ“, – განაცხადა თამაზ დათუნაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...