spot_img
მთავარიანალიტიკა"2023 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების...

“2023 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალმა 15.6 მილიონი ლარი შეადგინა” – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12.5%-ით შემცირდა და 15.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიების კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 14.1 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.2 მილიონი ლარით ნაკლებია. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 66.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი, სპონსორობის წილი 1.2%-ით, ხოლო პროდუქტის განთავსების წილი 5.5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის პირველ კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.6%-ითაა გაზრდილი და 1.5 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც პირდაპირ რეკლამას 87.82%, ხოლო სპონსორობას – 12.16% უკავია.

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 1 მარტიდან აზარტული თამაშების რეკლამა კანონით აღარ არის დაშვებული. რეგულაციის ამოქმედებამდე კი, აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. კერძოდ, გასული წლის იმავე პერიოდში, აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 4.8 მილიონი ლარი შეადგინა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ინვესტიციები VS ანაბარი: სად სჯობს დანაზოგის დაბანდება – ტრადიციულ საბანკო ანაბარში, თუ ამერიკული კომპანიების...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინვესტიციები და კრიპტოაქტივები დაინერგა, სულ...

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...