5 მაისის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 6 მაისიდან 3 დღის განმავლობაში.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის მეტ-ნაკლებად სტაბილური კურსი იყო შენარჩუნებული, თუმცა გარკვეული რყევებით ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. ლარის სტაბილური კურსი გასულ კვირაშიც გაგრძელდა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ დოლართან მიმართებაში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება ლარის გამყარების პროცესი, რაც გასულ კვირაშიც გაგრძელდა. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
2 მაისი – 2.4940;
3 მაისი – 2.4911;
4 მაისი – 2.4887;
5 მაისი – 2.4858.
ეროვნული ვალუტა, ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0024 ლარით და 1 აშშ დოლარი 6 მაისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.4834 ლარი.
ბოლო კვირაში ლარის კურსის რყევები დაფიქსირდა ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად დაფიქსირდა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
2 მაისი – 2.7449;
3 მაისი – 2.7295;
4 მაისი – 2.7463;
5 მაისი – 2.7488.
ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაშიც, ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარდა, 0.0111 ლარით და შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.7377 ლარი.
ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.1321 ლარი (გაუფასურდა 0.0077 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1274 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.6724 (გამყარდა 0.0007 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.4608 ლარი (გამყარდა 0.0014 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.4237 ლარი (გამყარდა 0.0057 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.7853 ლარი (გამყარდა 0.0194 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.5949 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.0359 ლარი (გამყარდა 0.0031 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 6.8184 ლარი (გამყარდა 0.0214 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8501 ლარი (გაუფასურდა 0.0032 ლარით)
აპრილში ლარის სტაბილური კურსი, რუსულ რუბლთან მიმართებაში, მაისში გაუფასურებისკენ წავიდა. კერძოდ, 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
2 მაისი – 3.1153;
3 მაისი – 3.1170;
4 მაისი – 3.1352;
5 მაისი – 3.1699.
ხოლო 5 მაისის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა, 0.0534 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 6 მაისიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.2233 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი