spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ლილუაშვილს, შსს-ს მინისტრს, მთავარ პროკურორს ვეუბნები - ფეხებს...

“ლილუაშვილს, შსს-ს მინისტრს, მთავარ პროკურორს ვეუბნები – ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში! მე ვერ გამაჩერებთ!” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე საგანგებო განცხადებას აკეთებს ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი მის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე აკეთებს აქცენტს და აცხადებს, რომ სამართლიანობა იზეიმებს, ხოლო დამნაშავეები დაისჯებიან:

,,განხორციელდა მორიგი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია რუსული რეჟიმის მხრიდან, სადაც უნდათ, რომ გამსვარონ მე, ჩემი ძმა, რომ თითქოს ქოლ-ცენტრებთან რაიმე კავშირი გვაქვს. ეს არის 100%-იანი ტყუილი!

დღეს, საქართველოში ქოლ-ცენტრების უკან თუ ვინმე დგას, ეს არის ,,ქართული ოცნება”, უფრო სწორად ,,რუსული ოცნება”, რომელიც თავიდან ბოლომდე ფინანსდება ამ ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემით, რომელსაც სუსის, შსს-ს, პროკურატურის პირველი პირები მფარველობენ.

წარმოუდგენელია, ასეთი თათლითური სქემა არსებობდეს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ ამბობენ ისინი უარს საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებაზე, რითიც პირდაპირ აღიარებით ჩვენებას აკეთებენ, რომ თვითონ დგანან ქოლ-ცენტრების უკან.

ახლა უნდათ, რომ ისრები გადმოიტანონ აქეთ. პირდაპირ ეთერში ვეუბნები მათ – ყველა დამნაშავე, ვინც ხელს ითბობთ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, ვინც შებღალა საქართველოს სახელმწიფოს რეპუტაცია, ყველას მოგიწევთ პასუხისგება!

რას ვაპირებ მე? – მე აუცილებლად დავუკავშირდები და შევეცდები გავიდე კონტაქტზე გერმანელ სამართალდამცავებთან, რომელთანაც მაქსიმალურად რა ინფორმაციასაც მოვაგროვებთ, მივაწვდით ყველაფერს. პირდაპირ და ხაზგასმით ვამბობ, ყველა ჩემ კონტაქტს ევროკავშირში გამოვიყენებ იმისთვის, რომ ეს თაღლითი მავნებლები, ეს კრიმინალები მიეცნენ პასუხისგებაში, მათ შორის – ევროპელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

ხაზგასმით ვამბობ, ქოლ-ცენტრების უკან დგახართ თქვენ! თქვენ ხართ თაღლითები, დამნაშავეები! ლილუაშვილს, შსს მინისტრს, მთავარ პროკურორს ვეუბნები – ფეხებს ვერ მომჭამ ძირში! მე ვერ გამაჩერებთ!

თქვენ გინდათ, რომ მე გავჩერდე ან ჩვენ უკან დავიხიოთ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში – ვერ მოგართვით, ეს არ მოხდება არცერთ შემთხვევაში!

ცამდე მართალი ვარ მე, ცამდე მართალია ჩემი ძმა და ყველანი, ვინც ვიბრძვით თქვენი მავნებლური, თაღლითური, კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ.

სამართლიანობა იზეიმებს ამ ქვეყანაში და თქვენ იქნებით პასუხისმგებაში მიცემული – მე ამ საქმეს ასე არ დავტოვებ!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...