პარლამენტში შესაძლოა განიხილონ ინიცირებული კონკრეტული ცვლილებები ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში. აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ:
,,ერთი და იგივე ხელწერაა – ეს არის რუსული პროპაგანდა, რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტების და ემისრების მიერ საქართველოს პარლამენტში შემოტანილი მისი გავლენის აგენტების მხრიდან.
ჩვენ რომ გვყადეს ნორმალური სპეცსამსახურები, ჩვენ დავადგენდით პირდაპირ კავშირებს რუსულ საინფორმაციო დივერსიულ ჯგუფებსა და ამ ხალხს შორის.
ეს არის რუსული საინფორმაციო დივერსია, რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს, თითქოს ჩვენს ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ ღირებულებას რამე საფრთხე ემუქრება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე