პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა პოლიტიკურ შეფასებს აკეთებს მომღერალი ,,უცნობის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციასა და გაჟღერებულ მოწოდებებზე:
,,იქ შეიკრიბა საზოგადოება, ხალხი – მე მგონია აპოლიტიკური იყო იმიტომ, რომ პოლიტიკური სარჩული არ ჰქონდა, რომელიმე პარტიის დაორგანიზებული არ იყო. იქ ითქვა, რომ მშვიდობა არის საქართველოს არჩევანი და თავიდან-ბოლომდე – დიახ! მშვიდობა არის საქართველოს და ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ ამას ვასრულებთ!
იქ ითქვა, რომ ეს დაპირისპირებები უნდა დასრულდეს. გამოითქვა ის ვარაუდი, რომ არიან გარკვეული ჯგუფები, ვინც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მავნებლობენ.
მე მგონია, რომ აქ არაფერის განსაკუთრებული არ ყოფილა. იმის იქით თუ რამე ინიციატივები იქნება, კანონპროექტის სახით, გავეცნობი და გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე