კვირა, მაისი 19, 2024

“ახალმა მინისტრმა ისევ “სისტემის” სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე განათლების ახალ მინისტრს გიორგი ამილახვარს, მასწავლებლების სამართლიანი მოთხოვნის იგნორირების გამო, აკრიტიკებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს პედაგოგებს:

როგორც მოსალოდნელი იყო, განათლების მინისტრმა ისევ “სისტემის” სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. უბრალოდ გადაავადა პორტფოლიოს ატვირთვის ვადა, 1 ივნისამდე და დროში მოიგო. ხოლო სამართლიან მოთხოვნას, პორტფოლიო მასწავლებლების თვითგანვითარების ინსტრუმენტი ყოფილიყო და არა სტატუსის მიმნიჭებელი მექანიზმი, უკუაგდო. ზურგი აქცია მასწავლებლების საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც შეეჯახნენ მახინჯ, ყრუ, დამყაყებულ და მკაცრად ცენტრალიზებულ სისტემას!

ეს მარცხი არ არის, – გამოცდილებაა! რადგან, სამწუხაროდ, მოქმედ პოლიტიკურ ვერტიკალს ჯანსაღი კრიტიკა, არგუმენტები, პოზიტიური სასკოლო გარემო, განათლების ხარისხი და მასწავლებლის ღირსება ნაკლებად ადარდებს! ძალას უნდა ხედავდნენ, თავებს უნდა ითვლიდნენ რომ უკან დაიხიონ, შეისმინონ!

ბრძოლა კიდევ წინაა♥️ გამარჯვება მოქმედებაში მოდის! ყოჩაღ ამ მასწავლებლებს, რომ გაუძლეს, ეცადნენ – მოსინჯეს და ყველაფერი გააკეთეს მასწავლებელთა ინტერესების დასაცავად!” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული