პარტია “ქართული ოცნების” დაფუძნების 11-წლისთავს მწვავე პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი:
“11 წლის წინ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პირადი გადაწყვეტილებით, ოკუპანტი სახელმწიფოს სპეცსამსახურთა სქემების სრული დაცვით, სულგაყიდული ვითომ პროდასავლელი ან ვაი-ეროვნული პოლიტიკოსების თანამონაწილეობით და რუსი-კრიმინალ-ოლიგარქ ივანიშვილის ლიდერობით დაფუძნდა ე.წ. “ქართული ოცნება”, რომელმაც დღეისათვის საქართველოს თავისუფლება უკვე მიჰყიდა მოსკოვს.
ეს დღე ისტორიაში შევა როგორც უდიდესი ღალატისა და გამყიდველობის თარიღი, მონაწილენი გასამართლდებიან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

