სამშაბათი, ივლისი 23, 2024

შოშია (შროშანი) – Common starling (Sturnus vulgaris)

კრწანისის ტყეპარკში შოშია (შროშანი) – Common starling (Sturnus vulgaris) დავაფიქსირეთ 🦆 – ნათქვამია ველური ბუნების ეროვნული საგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ფაუნის ამ წარმომადგენლის შესახებ საინტერესო მასალებს ავრცელებს:

შოშიას სხეულის სიგრძეა 19-22 სმ. მისთვის დამახასიათებელია სხეულის მკვეთრი შავი შეფერილობა, მომწვანო-მოლურჯო ელფერით, და ყვითელი ნისკარტი. ზამთარში სხეული ხშირი, თეთრი ლაქებით ეწინწკლება და ნისკარტი უმუქდება. ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფრო შეფერილობისაა, ღია ფერის ყელით.

ბუდობს როგორც კოლონიებად, ისე ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ფუღუროში, სოროში ან შენობის ხვრელში. წელიწადში მრავლდება ორჯერ: პირველად – მაისში და მეორედ – ივლისში. დებს 5-8 კვერცხს.

შოშიები ნაირჭამიები არიან, იკვებებიან როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვებით. ადრე გაზაფხულზე ნადირობენ ჭიაყელებზე, რომლებიც მიწის ზედაპირზე ამოდიან, ანდა კრეფენ მყუდრო ადგილებში გადაზამთრებული მწერების მატლებს. როდესაც სითბოსგან იღვიძებს ბუნება, იჭერენ სხვადასხვაგვარ ფეხსახსრიანებს (კალიებს, ობობებს, პეპლებს, მუხლუხოებს, სიმფილებს) და ჭიებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული