საქართველოს პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე კრიტიკულ განცხადებას აკეთებს მმართველი პარტიის მიმართ და აცხადებს, რომ უმრავლესობამ უმცირესობაში გადაინაცვლა:
,,მე არ მგონია, რომ ,,ქართულ ოცნებას“ ეყოფა ან გამძლეობა, ან შინაარსი, რომ საბოტაჟირება არ მოახდინოს იმ პროცესის, რომელსაც ჰქვია საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის მიერ კონსტიტუციური ბერკეტის გამოყენება.
გუშინ, ჩვენი მობილიზაციის შედეგად მათ ჰქონდათ შიში. რა თქმა უნდა, ორჯერ დარბაზიდან გაიქცნენ. უმცირესობაში გადავიდა უმრავლესობა – ,,ქართული ოცნება“. ძალიან სამწუხაროა, რომ იგივე გირგვლიანის საქმის მოსამართლეს, მურუსიძეს და მთლიანად კლანს გადაეფარა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე