უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ემოციურ განცხადებაზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მადლიერებას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით:
,,რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია! ადამიანი ბრძოლის ველიდან აკეთებს ასეთ განცხადებას… ძალიან ვაფასებ და მადლობელი ვარ.
მე ვფიქრობ, ზუსტად იცის ვისთვის აკეთებს, ზუსტად იცის, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად თავს დადებს უკრაინისთვის და ნამდვილად არის უკრაინის ერთგული მეგობარი.
[მიშას] ყოველდღე სიცხე აქვს. გუშინწინ, მაგალითად, 38 გრადუსიც კი ჰქონდა და ამ ტემპერატურამდე აქვს ყოველდღე.
ის პროგნოზი რომ კეთდებოდა, ორგანოების მწყობრიდან გამოსვლაზე – ეს, რა თქმა უნდა, ძალაშია. ნებისმიერ მომენტში შეიძლება ეს პროცესი დაიწყოს. ამიტომ განსაკუთრებით საჩქაროა ეს ყველაფერი – მძიმე მეტალების გამოყვანა როგორმე ორგანიზმიდან”, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე